ბევრს მიაჩნია, რომ ქართული წვნიანები ყოველთვის ძალიან ცხიმიანი და ხორციანია. თუმცა სინამდვილეში, ქართულ სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის წვნიანების კუთხით და განსხვავებული გემოსა და ტექსტურის მქონე კერძებს აერთიანებს. მოცემულ სტატიაში რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით.
ტრადიციული ქართული წვნიანები
ტრადიციული ქართული წვნიანების ბევრი სახეობა არსებობს და თითოეული მათგანი მდიდარია გემოებით. ინგრედიენტები ხშირად მოიცავს ცინცხალ ბოსტნეულს, მწვანილსა და სანელებლებს, რომლებიც ამდიდრებს კერძების გემოვნურ თვისებებსა და არომატს. ქართულ სამზარეულოში არსებობს როგორც ხორციანი, ასევე ვეგეტარიანული წვნიანები. შემადგენლობიდან გამომდინარე ისინი განსხვავდება სისქისა და პიკანტურობის მიხედვით. ქართული წვნიანები როგორც წესი, ცხლად მიირთმევა და სადილის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. თუ თბილისში იმყოფებით, ტრადიციული წვნიანების გასასინჯად ქართულ რესტორანს ეწვიეთ.
სუპ-ხარჩო
ხარჩო ტრადიციული ქართული წვნიანია, რომელსაც საქონლის ხორცით, ბრინჯით, პომიდვრით, სანელებლებითა და ზოგჯერ, გემოვნებით ტყემალსაც უმატებენ. ეს წვნიანი მდიდარი და პიკანტური გემოებით გამოირჩევა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს გურმანებში. რადიოკაფეში სუპ-ხარჩოს ვერა, თუმცა ნამდვილი მეგრული ხარჩოს მირთმევას შეძლებთ. მეგრული ხარჩო სუპ-ხარჩოსგან განსხვავებით სქელი სტრუქტურის მქონე ცხელი კერძია. მისი ინტენსიური გემო და სისქე ნიგვზიანი სოუსის, ბაჟეს მეშვეობით მიიღწევა და ტრადიციულად, მას ცხელ ღომთან ერთად მიირთმევენ. რადიოკაფეშიც, ხარჩოს დაგემოვნებას ღომის მობრაწულ ნაჭრებთან ერთად შეძლებთ.
ჩიხირთმა (ქართული ქათმის სუპი მწვანილით)
ჩიხირთმა ტრადიციული ქართული ქათმის წვნიანია, რომელიც ნაზი სტრუქტურითა და ინტენსიური არომატებით გამოირჩევა. ძირითადი ინგრედიენტებია: ქათმის ხორცი, კვერცხი, ძმარი, ფქვილი და ბევრი მწვანილი, განსაკუთრებით ქინძი. ქართული წვნიანი - ჩიხირთმა, ქათმის ბულიონის ბაზაზე მზადდება და მასის გასქელება კვერცხისა და ფქვილის დამატებით ხდება, რაც საბოლოო ჯამში, მას კრემისებრ კონსისტენციას ანიჭებს. მჟავიანობისთვის უმატებენ ძმარს, ცინცხალი არომატისთვის კი მწვანილი გამოიყენება. ჩიხირთმას ჩვეულებრივ, ცხლად მიირთმევენ, სერვირების დროს კი ზოგჯერ, ლიმონის ნაჭერსაც აყოლებენ. ეს წვნიანი განსაკუთრებით პოპულარულია ცივ სეზონზე. თუ ამ ნოყიერი და ამავდროულად მსუბუქი წვნიანის გასინჯვას გადაწყვეტთ, RadioCafe სიამოვნებით გიმასპინძლებთ და ჩიხირთმის ტრადიციულ ვერსიას შემოგთავაზებთ.
ხაში
ქართული ხაში ტრადიციული წვნიანია, რომელიც საქონლის თავ-ფეხისა და ფაშვისგან მზადდება. წვნიანი დიდი ხნის განმავლობაში იხარშება ქათქათა და მდიდარი გემოს ბულიონის მისაღებად. ხაში ცნობილია კვებითი ღირებულებისა და მისი რეგენერაციული თვისებებით. მას ხშირად "ბახუსის წვნიანს" ან „ბახუსის წამალს“ უწოდებენ და განსაკუთრებით პოპულარულია დღესასწაულების შემდეგ. სუპს ჩვეულებრივ ცხლად მიირთმევენ. ტრადიციული რეცეპტით გამოიყენება ბევრი ნიორი, მარილი და რძე. თუმცა როგორც წესი, სერვირებისას ცალკეც მოჰყვება დამატებით დაჭყლეტილი ნივრის პორცია, ღვინის ძმარი და ქინძი. ხაშს, როგორც წესი, ძალების აღსადგენად პურთან ერთად საუზმეზე მიირთმევენ და ყველაზე ხშირად, თონის პურთან და არაყთან ერთად თანამეინახეების თანხლებით. კოლაგენითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ხაში გემრიელთან ერთად ჯანსაღიცაა. საინტერესო და აღსანიშნავია, რომ საქართველოში სპეციალური დაწესებულებები არსებობს, - სახაშეები, სადაც ხაშთან ერთად, სხვა ნოყიერ ქართულ კერძებს შემოგთავაზებენ, რომლებიც ნაბახუსევის დაძლევაში დაგეხმარებათ. თუმცა სახაშეების გარდა, ხაშის დაგემოვნებას სახინკლე ტიპის ქართულ რესტორნებში ან ზოგიერთ პაბშიც შეძლებთ.
თათარიახლი
თათარიახლი ტრადიციული ქართული წვნიანია, საქონლის ხორცისგან მზადდება. კერძი შემდეგი ინგრედიენტებისგან მზადდება: ხორცი, ნიორი, ძმარი, მწვანილი (ქინძი, ოხრახუში) და სანელებლები. ხორცი რომ მაქსიმალურად რბილი და ნაზი იყოს, ხოლო ბულიონი - მდიდარი, წვნიანი დიდხანს იხარშება. თათარიახლის ხშირად მიირთმევენ ძმართან და დიდი რაოდენობით ნიორთან ერთად. წვნიანი ცნობილია თავისი კვებითი ღირებულებით და მას ხშირად დღესასწაულების შემდეგ, ხაშის მსგავსად ძალების აღსადგენად მიირთმევენ. კოლაგენისა და ცილების მაღალი შემცველობის გამო, თათარიახლი ძალიან სასარგებლოა კანისა და სახსრებისთვის.
მაწვნის სუპი
მაწვნის სუპი მსუბუქი ტექსტურის ქართული წვნიანია, რომელიც მაწვნის ბაზაზე მზადდება. (ფერმენტირებული რძის პროდუქტი). ძირითადი ინგრედიენტების გარდა, კერძის შემადგენლობაშია წყალი, ნიორი, ხახვი, მწვანილი (კამა) და სანელებლები. მაწონი წვნიანს მსუბუქ სიმჟავეს და თხელ ტექსტურას ანიჭებს. მაწვნის სუპი გემრიელთან ერთად ძალიან ჯანსაღიცაა, რადგან მაწონი მდიდარია პრობიოტიკებით, რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.
სიმინდის შეჭამანდი
სიმინდის შეჭამანდი ნაკლებად პოპულარული ტრადიციული ქართული წვნიანია, რომელიც სიმინდის მარცვლებითა და მწვანილით მზადდება. კერძის ინგრედიენტებია: სიმინდი, წყალი, მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში), ნიორი და სანელებლები. წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა მოხარშული სიმინდი, დაჭრილი მწვანილი და ნიორი. სურვილისამებრ, დასაშვებია სხვა ბოსტნეულის დამატებაც. ხოლო შემდეგ, საჭიროა ინგრედიენტების დაქუცმაცება ერთიანი მასის მიღებამდე. შეჭამანდს აქვს სასიამოვნო არომატი და მდიდარი გემო მწვანილისა და სანელებლების წყალობით. ეს წვნიანი გემრიელთან ერთად, ენერგეტიკულად მდიდარიც არის, რადგან სიმინდის ფქვილი მდიდარია ნახშირწყლებითა და ბოჭკოთი. შეჭამანდი იდეალური ვარიანტია მსუბუქი ლანჩისთვის ან ვახშმისთვის.
ბატკნის ბოზბაში ბოსტნეულით
ბოზბაში ბოსტნეულით ტრადიციული ქართული წვნიანია, რომელიც ცხვრის ხორცისა და ბოსტნეულისგან მზადდება. ხორცის გარდა, ძირითად ინგრედიენტებს შორისაა: კარტოფილი, სტაფილო და პომიდორი. თუმცა ბოზბაშში ტყემალს, ხახვს და სხვა პროდუქტებსაც ამატებენ სეზონისა და სუბიექტური გემოვნების მიხედვით. წვნიანი დაბალ ცეცხლზე, ხორცის დარბილებამდე უნდა იხარშოს, ბოსტნეულმა კი დამატებითი არომატები უნდა შეიტანოს კერძში. ბოზბაში ინტენსიური გემოებით გამოირჩევა და მას ძალიან უხდება მწვანილი. ამიტომაც ხშირად უმატებენ ქინძს, კამასა და რეჰანს, ასევე ტარხუნას და პიტნასაც კი. სხვა ჩამოთვლილი წვნიანების მსგავსად, ეს კერძიც მდიდარია კვებითი ღირებულებით. გემოვნური თვისებებიდან, შემადგენლობიდან და ტექსტურიდან გამომდინარე, ეს კერძი იდეალური ვარიანტია ვახშმისთვის, განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში.