რადიოკაფე ღიაა 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე, 1 ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით - დილის 11 საათიდან ღამის 12 საათამდე. პარასკევს და შაბათს ვმუშაობთ ღამის პირველ საათამდე. კაფე მუშაობს ყოველდღე, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით.
ჩვენ ვიმყოფებით თბილისის ისტორიულ ნაწილში, ათონელის 29-ში (ორბელიანის რაიონი). კაფე მდებარეობს ლეონიძის პარკის მოპირდაპირედ, მარჯვნივ - პრეზიდენტის სასახლე, მარცხნივ კი მშრალი ხიდი.
შეგიძლიათ შეუკვეთოთ საკვები რადიოკაფედან ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორის, Wolt-ის მიტანის სერვისის მეშვეობით.
შეგიძლიათ დაჯავშნოთ მაგიდა ჩვენს ვებგვერდზე radiocafe.ge ან ტელეფონით, WhatsApp, Telegram: +995 555 591 047 მიაქციეთ ყურადღება! დაჯავშნა შესაძლებელია არაუგვიანეს 30 წუთით ადრე. დაჯავშნა ავტომატურად დასტურდება. დაჯავშნა უქმდება, თუ სტუმრები არ მოვლენ 15 წუთის განმავლობაში. დატვირთულ დღეებში ან ეროვნულ დღესასწაულებზე კაფე უფლებას იტოვებს, გამორთოს ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია. თუ შეცვლით თქვენს გეგმებს, გთხოვთ გააუქმოთ ჯავშანი ვებგვერდზე ან შეგვატყობინოთ ტელეფონით.
ჩვენი საბანკეტო დარბაზი 32-ადგილიანია, მაქსიმალური ტევადობა კი 40 ადამიანია. გთავაზობთ ყველა ტექნიკურ შესაძლებლობას - რადიო და საკაბელო მიკროფონები, ელექტრონული ფორტეპიანო, სცენის განათება, დიდი ეკრანი, კარაოკე. თუ საბანკეტო დარბაზის დახურვა გსურთ, უნდა დაუკავშირდეთ კაფეს მენეჯერს ტელეფონით +995 555 591 047 და შეათანხმოთ პირობები. დეპოზიტის ფასი გამოითვლება კვირის დღის, დღის დროის, ღონისძიების ხანგრძლივობის, სტუმრების რაოდენობის, სეზონისა და სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით.
რადიოკაფეს აქვს კერძების სპეციალური ეტიკეტირება ბავშვებისათვის. ჩვენს მიმტანებს შეუძლიათ ასევე გაითვალისწინონ სპეციალური მოთხოვნები ან გირჩიოთ კერძები პატარა სტუმრებისთვის. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბავშვის სავარძელი, გასაფერადებლები და ყველაზე წყნარი დარბაზი.
ჩვენი კაფე არის dog friendly. პატარა ძაღლების შემოყვანა შესაძლებელია შიდა სივრცეში, საშუალო და დიდი ძაღლების - მხოლოდ ღია ტერასაზე.