+995 55 55 910 47
მობრძანდით: თბილისი, ათონელის 29
ორშ - ხუთ, კვ 10:00 - 00:00 / პარ - შაბ 10:00 - 01:00

ქართული სამზარეულო: ძირითადი კერძები და რჩევები, თუ რა უნდა გასინჯოთ

ანასტასია ხატიაშვილი
ანასტასია ხატიაშვილი
21.03.2024

თავისი სიმარტივითა და ნატურალური გემოებით ცნობილი ქართული სამზარეულო არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ანარეკლი. ამ წერილში ჩვენ გავეცნობით ამ უნიკალური სამზარეულოს ძირითად კერძებს, გზადაგზა შემოგთავაზებთ რჩევებს იმის თაობაზე, თუ რის დაგემოვნება აუცილებლად ღირს. ნოყიერი ხაჭაპურიდან სურნელოვან წვნიანებსა და ტრადიციულ დესერტებამდე - ყოველივეს ცალკე ისტორია აქვს, ყველაფერი ნამდვილ ქართულ გარემოში გამოგზაურებთ.

ქართული სამზარეულოს კერძები

ქართული სამზარეულო არის ნამდვილი კულინარიული ხელოვნება, სადაც საკვები საქართველოს ისტორიას ასახავს. მოდი, რჩეულთა შორის რჩეულ კერძებზე ვისაუბროთ:

  1. ხაჭაპაური. ტრადიციული ცომეული პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს ბრტყელ, ყველით გაჯერებულ პურს. წარმოშობის რეგიონიდან გამომდინრე, ხაჭაპური სხვადასხვა ფორმისაა. ყველაზე ხშირად ხაჭაპურის გულისთვის იმერულ ყველს ან სულგუნს იყენებენ. ხაჭაპური დასაყოლებლადაც მიირთმევა და ძირითადი კერძის სახითაც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და საყვარელი კერძია.
    ხაჭაპაური
  2. მწვადი. ღორის, ცხვრის ან საქონლის დაბასტურმებული შემწვარი ხორცი. დაჭრილ ხორცს აბასტურმებენ ძმრის, ხახვისა და სანელებლების ნარევში, რის შემდეგაც აგებენ შამფურებზე და წვავენ ღია ცეცხლზე. მწვადის მომზადების ეს წესი ხორცს სძენს განსაკუთრებულ სურნელსა და გემოს, მწვადი საქართველოში პოპულარულია როგორც სადღესასწაულო კერძი, თუმცა მისი ყოველდღიურად მირთმევაც არაა გამორიცხული.
    მწვადი
  3. ფხალეული. ესაა ცივი კერძი დაკეპლი ბოსტნეულისგან, ყველაზე ხშირად - ისპანახისგან, ჭარხლისგან ან მწვანე ლობიოსგან. დაწვრილებული მასა იკმაზება გატარებული ნიგვზით,ასევე გატარებული ნივრით, ძმრითა და სხვადასხვა სუნელით. გამოირჩევა გემოთა მთელი სპექტრით. როგორც წესი, მიირთმევა მჭადთან ერთად. ინგრედიენტების გათვალისწინებით, ფხალი შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს. ეს კერძი ძალიან პოპულარულია ვეგეტარიანელებსა და უბრალოდ, ბოსტნეულის მოყვარულთა შორის.
    ფხალეული

და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია - ქართულ სამზარეულოს არ გაუჭირდება როგორც ბოსტნეულის მოყვარულების დაკმაყოფილება, ისე ხორცის კერძების მოტრფიალეების, როგორც ცხარე, ასევე მჟავე გემოების მომხრეების. მთავარია, ქართული სამზარეულოს ღირსეულ რესტორანს მიაგნო, რომელშიც პატივს სცემენ ამ საოცარი კერძების მომზადების ტრადიციებს.

ქართული სამზარეულს თავისებურებანი

აქ ძირითად ინგრედიენტებად განიხილება ახალი ბოსტნეული, ხორცი - განსაკუთრებით ცხვრისა და საქონლის, ასევე საკმაზები - ქინძი, ნიორი, რეჰანი, კამა...  სწორედ ამ სანელებლების დამსახურებით აქვს კერძებს განუმეორებელი გემო და არომატი.

ეს სამზარეულო ასევე გამოირჩევა თავისი ცომეულით, პირველ რიგში ეს ეხება ხაჭაპურს, რომელიც ერთგვარ ყველიან პურს წარმოადგენს. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხაჭაპურის თავისებური ვარიანტი არსებობს.

სამზარეულოს კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მაწვნისა და ყველის მრავალი სახეობის ფართო გამოყენება. ღვინოსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება - საქართველოში მეღვინეობა ოდითგანვე იყო გავრცელებული, აქ ღვინოს აყენებენ მიწაში ჩამალულ თიხის ჭურჭელში, რომელსაც ქვევრი ეწოდება.

ცალკე საუბრის თემაა წვნიანები. მაგალითად, ხარჩო - ხორცის (ძირითადად საქონლის)  ნახარში, ბრინჯითა და ხორცის ნაჭრებით, შეკმაზული გატარებული ნიგვზითა და შესაბამისი სუნელებით. ეს წვნიანი ოდნავ მომჟავოა და ამ გემოს მას სძენს პომიდვრის ან ტყემლის დამატება.

ასევე პოპულარულია მაწვნის შეჭამანდი. ამ წვნიანში ასევე ფიგურირებს ფქვილი, კვერცხის გული, ბლომად კამა, ქინძი და პიტნა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სამზარეულო ცნობილია თავისი მრავალფეროვნებითა და გამოჩეული გემოებით. ამდენად, დაგემოვნებას უამრავი კერძი იმსახურებს. ვინ იცის, შესაძლოა რომელიმე მათგანი თქვენს რჩეულ კერძადაც იქცეს.

რას უნდა მოერიდოთ, თუ ქართულ სამზარეულოს ჯერ არ იცნობთ

თუ არასდროს გაგისინჯავთ ქართული კერძები, სიფრთხილე გმართებთ. ჩვენი რჩევები:

  • მოერიდეთ ზედმეტად ცხარე კერძებს. ცხარე საკვები ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი მახასიათებელია. თუ არ გიყვართ ცხარე საკვები, სჯობს შედარებით ნეიტრალური კერძებით დაიწყოთ, ან უბრალოდ, მიმართეთ მასპინძელს სიცხარის შემცირების თხოვნით.
  • უფრთხილდით ალერგიულ რეაქციებს. აქ უხვად გამოიყენება ნიგოზი, რძე, კვერცხი, ხორბალი და სხვა ალერგენი. თუ საკვები ალერგია გაწუხებთ, დააზუსტეთ კერძის შემადგენლობა. დარწმუნდით, რომ საკვები არ შეიცავს ალერგიული რეაქციის გამომწვევ კომპონენტებს.
  • ვეგეტარიანელებისთვის. მიუხედავად მოსაზრებისა, რომ ქართული სამზარეულო ძირითადად ხორცის კერძებზეა დაფუძნებული, ის მაინც შეიცავს არაერთ შესანიშნავ კერძს მათთვის, ვინც ხორცს არ მიირთმევს. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნიგვზით შეკმაზული ლობიო, ნადუღი, ნიგვზიანი ბადრიჯანი ან ჩაქაფულის იმიტაცია ყვავილოვანი კომბოსტოთი.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს სამზარეულო უნიკალური კერძებით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ასე რომ გასინჯვად ნამდვილად ღირს. ვინ იცის, შესაძლოა, რომელიმე კერძი თქვენს რჩეულადაც იქცეს.

დაბალკალორიულია თუ არა ქართული სამზარეულო?

ქართული სამზარეულო ნამდვილად არ ითვლება დაბალკალორიულად. ის უამრავ ხორცის კერძს მოიცავს, ასევე მრავალფეროვან საწებლებსა და ცომეულს, ყოველივე კი სწორედ კალორიულობით გამოირჩევა. მაგრამ ასეა თუ ისე, ვისაც ქართული კერძებით სიამოვნების მიღება სურს და ამავდროლად კალორიების კონტროლიც, გარკვეული ვარიანტები მათთვისაც არსებობს:

  1. სალათები. შეგიძიათ ყურადღება მრავალფეროვან სალათებს მიაქციოთ. მაგალითად, ყველაზე მარტივს - კიტრი, პომიდორი, ხახვი და მწვანილი ჯამში კალორიების მინიმუმს იძლევა და ეს მიმზიდველი უნდა იყოს მათთვის, ვისაც გემრიელად წახემსებაც უყვარს და საკუთარ წონასაც უფრთხილდება.
  2. ქართული წვნიანები. მაგალითად ჩიხირთმა, რომელიც ქათმის მკერდითა და ბოსტნეულით მზადდება, ან ჩაქაფულის ვეგეტარიანული ვარიანტი - ყვავილოვანი კომბოსტოთი. ესეც შეიძლება დაბალკალორიულ საკვებად მივიჩნიოთ.
  3. ბოსტნეულის გარნირები. კარტოფილის გარნირისა და პურის ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელია სოკოს, ბადრიჯნის ან ყაბაყის გარნირით და ესეც შედარებით დიეტური საკვებია.
  4. ბოსტნეული. ზოგადადაც, ნებისმიერი ბოსტნეული კალორიების მცირე რაოდენობას შეიცავს, ამდენად, სადაც შესაძლებელია, რეკომენდებულია მაღალკალორიული საკვების ბოსტნეულით ჩანცვლება.

ნუ დავივიწყებთ, რომ ქართულ სამზარეულოში მრავალი კერძი მზადდება ხორცის, კარაქისა და სანელებლების გამოყენებით, ეს კი კალორიულობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ამრიგად, ქართული კერძები საკმაოდ ცხარეა, აქ უხვად გამოიყენება ხორცი და ბოსტნეული, მთავარი კი კერძების მომზადების განსხვავებული წესებია. კერძების უმრავლესობა სახამებლებითა და სუნელებითაა გაჯერებული, ეს მათ განსაკუთრებულ გემოსა და სურნელს სძენს, თუმცა მთლიანობაში ქართულ ეროვნულ სამზარეულოს ვერაფრით ვუწოდებთ დაბალკალორიულს.

მსგავსი სტატიები

აქტუალური თემები ქართული ინსტიტუტებისა და მუსიკის შესახებ.

როგორ ვარჩევთ პროდუქტებს RadioCafe-ში
როგორ ვარჩევთ პროდუქტებს RadioCafe-ში
26.07.2024
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ვარჩევთ პროდუქტებს ჩვენი…
გამაგრილებელი სასმელები თბილისურ სიცხეში
გამაგრილებელი სასმელები თბილისურ სიცხეში
26.07.2024
თბილისი ცნობილია ზაფხულის ცხელი დღეებით და ასეთ დროს განსაკუთრებით…
ქართული სამზარეულოს გავლენა ჯანმრთელობაზე - ვამსხვრევთ მითებს
ქართული სამზარეულოს გავლენა ჯანმრთელობაზე - ვამსხვრევთ მითებს
25.07.2024
ქართული სამზარეულო მრავალი სტერეოტიპის საგანია, რაც ხშირად…
საუკეთესო ქართული საუზმეები
საუკეთესო ქართული საუზმეები
25.07.2024
ამ სტატიაში განვიხილავთ საუკეთესო ქართულ საუზმეებს. საუზმე…
ქართული წვნიანები და მათი თავისებურებები
ქართული წვნიანები და მათი თავისებურებები
25.07.2024
ბევრს მიაჩნია, რომ ქართული წვნიანები ყოველთვის ძალიან ცხიმიანი…
ქათმის საცივი - ნაბიჯ-ნაბიჯ რეცეპტი ფოტოებით
ქათმის საცივი - ნაბიჯ-ნაბიჯ რეცეპტი ფოტოებით
21.06.2024
ქათმის საცივი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც თხილზე…
ხარჩო - ნაბიჯ-ნაბიჯ რეცეპტი ფოტოებით
ხარჩო - ნაბიჯ-ნაბიჯ რეცეპტი ფოტოებით
21.06.2024
ხარჩო ტრადიციული ქართული წვნიანია, რომელიც ჩვეულებრივ საქონლის…
აჭარული ხაჭაპური - ნაბიჯ-ნაბიჯ რეცეპტი ფოტოებით
აჭარული ხაჭაპური - ნაბიჯ-ნაბიჯ რეცეპტი ფოტოებით
20.06.2024
აჭარული ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული…
animation