+995 55 55 910 47
მობრძანდით: თბილისი, ათონელის 29
ორშ - ხუთ, კვ 10:00 - 00:00 / პარ - შაბ 10:00 - 01:00

ქართული ღვინოები: ისტორია და მეღვინეობის მეთოდები

ანასტასია ხატიაშვილი
ანასტასია ხატიაშვილი
18.04.2024

საქართველო, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანა მეღვინეობის მსოფლიო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საქართველო მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, სადაც ეს კეთილშობილი სითხე ათასწლეულების წინაც იწარმოებოდა,  უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, საქართველოში ღვინო პირველად დაიწურა 8 ათასი წლის წინ! ამიტომაცაა, რომ ქართულ ღვინოებზე საუბარი არის მოგზაურობა მეღვინეობის უძველესი ტრადიციების ისტორიაში. აქ, სადაც ვაზი ერის ისტორიასა და კულტურასთანაა გადახლართული, მეღვინეობა არის ხელოვნება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მრავალსაუკუნოვანი ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ქართული ღვინოები მსოფლიო მასშტაბით დამფასებლების გულებს იპყრობენ.

ქართული მეღვინეობის ისტორია

საქართველოს მეღვინეობის ისტორიაში მოგზაურობა გვიჩვენებს მომხიბვლელ ქრონიკას, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ მეღვინეობის მეთოდების განვითარებას, არამედ ღვინის მნიშვნელობას ქართველთა კულტურასა და ცხოვრებაში. მოდით ჩავუღრმავდეთ ეპოქებს, რომლებმაც კვალი დატოვეს საქართველოს ღვინის ისტორიაში:

  1. ნეოლითის ხანა. მევენახეობის ჩასახვა საქართველოში სათავეს შორეულ ნეოლითის ხანაში იდებს, ანუ დაახლოებით 8 ათასი წლის წინ. საქართველოს აღმოსავლეთში სწორედ ამ ასაკის ქვევრის ფრაგმენტები აღმოუჩენიათ.
  2. ბრინჯაოს ხანა. ქართველების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მეღვინეობისადმი ადასტურებს 5 და 4 ათასი წლის ასაკის აღმოჩენები, მათ შორის ოქროს, ვერცხლისა და ბრნჯაოს ნაკეთობები ვაზის გამოსახულებით.
  3. საქართველოს გაქრისტიანების ეპოქა. ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად ღვინო გახდა საქართველოს რელიგიური და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რის სიმბოლოცაა საქართველოში ქრისტიანობის შემომტანი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი
  4. შუა საუკუნეები. ღვინის წარმოება საქართველოში ვითარდებოდა და იხვეწებოდა და კვლავაც გააგრძელა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
  5. საბჭოთა კავშირის ეპოქა. სსრკ-ს პერიოდში ქართულმა ღვინომ ფართო პოპულარობა მოიპოვა, რამაც ხელი შეუწყო ვენახების ფართობებისა და წარმოების მოცულობის ზრდას. თუმცა, ანდროპოვისა და გორბაჩოვის პრეზიდენტობის ხანაში გატარებულმა ანტიალკოჰოლურმა პოლიტიკამ საქართველოს მევენახეობას დიდი ზიანი მიაყენა.
  6. პოსტ-საბჭოური პერიოდის აღორძინება. რუსეთის მხრიდან 2006 წლის ემბარგოზე საპასუხოდ საქართველომ ბაზრის დივერსიფიკაციას და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას მიმართა, გააერთიანა მეღვინეობის ტრადიციული მეთოდი და თანამედროვე მიდგომები. ეს პერიოდი ქართული ღვინის საერთაშორისო აღორძინებით აღინიშნა.
  7. თანამედროვეობა. დღესდღეობით ქართული ღვინო მსოფლიოში უპრველესად ქვევრში დაყენების წესის გამო ფასობს, რომელიც იუნესკოს მიერ აღიარებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. საქართველო წარმატებულად უთავსებს ერთმანეთს საუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამით ასტიმულირებს მეღვინეობის დარგის ზრდასა და განვითარებას.

ამრიგად, საქართველოში მეღვინეობის ევოლუცია არის ერის მდგრადობის, ინოვაციებისადმი მისი ლტოლვის და მემკვიდრეობის შენარჩუნებისადმი უსაზღვრო ერთგულების ნათელი დასტური. ამასთან, საქართველო არ უშვებს ხელიდან ღვინის მსოფლიო ბაზარზე განვითარებისა და სიახლეების დანერგვის შესაძლებლობებს.

ქართული მეღვინეობა

მეღვინეობის ქართული მეთოდები

მეღვინეობის ქართული მეთოდები მოიცავს როგორც უძველეს, ისე თანამედროვე პრაქტიკას, რაც ქვეყანას ღვინის წარმოებისთვის უნიკალურ ადგილად აქცევს. ყველაზე გავრცელებული და ტრადიციული მეთოდია ქვევრის გამოყენება, სადაც ღვინო გადის ბუნებრივ ფერმენტაციას, საუკეთესოდ ინახება და ძველდება. იუნესკოს მიერ ეს მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის ოფიციალურ სიაშია შეტანილი. ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი მთელ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.

ამ მეთოდის მიხედვით, დაჭყლეტილი ყურძნის წვენს, წიპწებს, კანს და ტოტებსაც  კი ქვევრში ათავსებენ და ფერმენტაციისთვის 5-6 თვით ჰერმეტულად ხუფავენ. ალკოჰოლურ დუღილს ჩვეულებრივ 2-4 კვირა მიაქვს, რის შემდეგაც იწყება ე.წ. მალოლაქტიკური (ბაქტერიული) დუღილი. რეგიონიდან და მწარმოებლის ტრადიციიდან გამომდინარე, მთელ ამ მასას (ჭაჭას) წითელი ღვინიდან წესით უფრო ადრე იღებენ, ვიდრე თეთრიდან.

საქართველოში მეღვინეობის ტრადიციული მეთოდები ყველა რეგიონში განსხვავებულია, თითოეულს თავისებურებები ახასიათებს, ყველგან ვაზის ადგილობრივ ჯიშებს იყენებენ. კახეთი ღვინის უმსხვილესი და ყველაზე ცნობილი კერაა, სადაც მშრალ და ნახევრადტკბილ ღვინოებს აყენებენ. ქართლი, იმერეთი და რაჭა ასევე მიიჩნევიან მნიშვნელოვან მეღვინე რეგიონებად - თითოეული თავისებური, განსაკუთრებული წესებითა და მიდგომით.

რაც შეეხება ქვევრს, მას არა მხოლოდ ღვინის დაყენებისა და შენახვის ფუნქციას ანიჭებენ. ქვევრში ასევე ინახავენ მარცვლეულს, ზეთს, კარაქს, ყველსა და სხვა პროდუქტებს. ქვევრის ღვინო სტაბილურია და ტანინების სიმდიდრე ახასიათებს, ის არ საჭიროებს ქიმიურ კონსერვანტებს ხანგრძლივი ვარგისიანობისთვის და შესანიშნავი გემოს უზრუნველსაყოფად.

ქართულ მეღვინეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებიც წარმატებით გამოიყენება,  რაც მწარმოებლებს ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს, ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების შერწყმით უნიკალური ღვინოების შესაქმნელად. ეს საქართველოში ენოტურიზმის განვითარებას ასტიმულირებს და სტუმრებს ქართული ღვინოების მრავალფეროვნებასა და მათი წარმოების წესებთან გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოში ღვინოს ფაქტობრივად ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით,  საკმარისია, ჩვენს თბილისურ რესტორანს ეწვიოთ და ღვინოების მრავალფეროვნებაში უბრალოდ დაიკარგებით. ქართული მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში, მეღვინეობის მდგრადი პრაქტიკის პოპულარიზაციისკენ დიდი ძალისხმევაა მიმართული.

ქართული ღვინის წარმოება

ქართული ღვინის დაყენების პროცესი

ქართული ღვინის დაყენების პროცესს წინ უძღვის ქვევრის დამზადება. ერთი ათასლიტრიანი ქევრის შექმნამ შესაძლოა 6 კვირამდე გასტანოს. ფორმირების შემდეგ ქვევრს ღუმელში აშრობენ და შიგნიდან ამუშავებენ ფუტკრის ცვილით. ქვევრში ათავსებენ ყურძნის გამოწურულ წვენს, წიპწებს, კანსა და ტოტებს (ჭაჭას), რის შემდეგაც ჭურჭელს ჰერმეტულად ხუფავენ და 5-6 თვით ტოვებენ დუღილისთვის.

ტრადიციული მეთოდის გარდა, ქართველი მეღვინეები ასევე იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიას, მათ შორის დუღილისთვის - უჟანგავი ფოლადის ავზებს, ხოლო დაღვინებისთვის -  ტემპერატურის მაკონტროლებელ მოწყობილობებს. ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შერწყმამ გამოიწვია ღვინოების ფართო ასორტიმენტის შექმნა, ტრადიციული ქვევრის ღვინოებიდან თანამედროვე კუპაჟებამდე და ახალ სახეობებამდე.

საქართველო ვაზის ჯიშების რაოდენობით აბსოლუტურად უნიკალური ქვეყანაა. აქ 500-ზე მეტი ჯიშია დარეგისტრირებული. ყველაზე ცნობილი ჯიშებიდან აღსანიშნავია საფერავი, რქაწითელი, ქისი და ხიხვი, რომელთაგან თითოეულს აქვს უნიკალური თვისებები და არომატების მდიდარი პროფილი. ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია, რომელიც ქართულ ღვინოს უნიკალურს და მოთხოვნადს ხდის ღვინის მოყვარულებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი სტატიები

აქტუალური თემები ქართული ინსტიტუტებისა და მუსიკის შესახებ.

ნარინჯისფერი ღვინოები: რა არის ის და რასთან ერთად ისმევა
ნარინჯისფერი ღვინოები: რა არის ის და რასთან ერთად ისმევა
10.05.2024
ნარინჯისფერი ღვინოები არის სპეციალური ტიპის ღვინოები, რომელიც…
ქართული ღვინოები: ისტორია და მეღვინეობის მეთოდები
ქართული ღვინოები: ისტორია და მეღვინეობის მეთოდები
18.04.2024
საქართველო, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანა მეღვინეობის…
მწვანე - ვაზის ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში
მწვანე - ვაზის ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში
17.04.2024
მწვანე არის ყურძენი, რომელსაც ბევრი აფასებს გამორჩეული…
ქართული ღვინოები: სახელები და ჯიშები
ქართული ღვინოები: სახელები და ჯიშები
21.03.2024
სალომე ძ.
Виноробство в Грузії, що сягає корінням у далеке минуле,…
animation