შორეული წარსულიდან მომდინარე მეღვინეობა საქართველოში არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილი. უნიკალური კლიმატური პირობებისა და ნიადაგის მრავალფეროვნების წყალობით, საქართველო იდეალური ადგილია მეღვინეობისთვის და 500-ზე მეტი სხვადასხვა ადგილობრივი ჯიში ამის დასტურია. ბევრი მათგანი მსოფლიოში არსად გვხვდება. ამ სტატიაში ჩავუღრმავდებით ქართული ღვინის სამყაროს, შევისწავლით დასახელებებს, ვაზის ჯიშებსა და თავისებურებებს, გავიგებთ, რით იმსახურებენ ეს ღვინოები უდიდეს სიყვარულსა და პოპულარობას ღვინის დამფასებლებს შორის მთელ მსოფლიოში.
საქართველოში მეღვინეობის ძირითადი ზონები
საქართველოში მეღვინეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელთაგან თითოეული განთქმულია თავისი უნიკალური ვენახებითა და ღვინის წარმოების მეთოდებით.
მეღვინეობა ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქართლში, ასევე ზოგიერთ შავიზღვისპირა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ კახეთი ქვეყნის მეღვინეობაში წამყვან პოზიციას იკავებს, რასაც ხელს უწყობს არსებული მიკროზონების სიმრავლე და გაშენებული ვენახების მრავალფეროვნება.
იმერეთში გამოირჩევა სვირის მიკროზონა, შიდა ქართლში - ატენის, ხოლო ქვემო ქართლში - ბოლნისის. რაჭა-ლეჩხუმში გამორჩეული მიკროზონებია ხვანჭკარაში, ტვიშსა და უსახელაურში. იქაურ ღვინოებს განსაკუთრებული გემოვნური თვისებები ახასიათებს.
ამპელოგრაფიული კვლევების შედეგების მიხედვით, საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია გაშენებული. თეთრ სახეობებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია რქაწითელი, კახური მწვანე, გორული მწვანე, ციცქა და ცოლიკაური, ხოლო წითლებში - ალექსანდროული, ოჯალეში, მუჯურეთული და საფერავი. ეს უკანასკნელი თავისი წვენის მდგრადი, მდიდარი მუქი წითელი ფერით გამოირჩევა.
ღვინის წარმოების პროცესში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის ტრადიციული იმერული და კახური ტექნოლოგიები. იმერული მეთოდი გულისხმობს ყურძნის კურკებთან და ტოტებთან ერთად დაწნეხვას, რაც ღვინოს მატებს მჟავიანობას და აძლევს მდგრად გემოს. თავის მხრივ, კახური მეთოდის თანახმად, დაწურული წვენი ჭაჭასთან ერთად ქვევრში რამდენიმე თვე დუღს, რის გამოც ღვინო ოდნავ მწკლარტე და მდიდარი გემო-არომატის გამოდის. ეს რაც შეეხებოდა მშრალ ღვინოებს, ხოლო ნახევრად ტკბილი ღვინოების დასაყენებლად გამოიყენება სულ სხვა ტექნოლოგია - მაღალშაქრიანი ყურძნის წვენი გადის დუღილის სრულ ციკლს და ასეთი მეთოდით დამდგარი ღვინო ინარჩუნებს მასში არსებულ ნატურალურ შაქარს.
ღვინის რომელი სახეობები არსებობს საქართველოში
საქართველოში გამოარჩევენ რამდენიმე სახეობის ღვინოს: ახალს, საკოლექციოს ან კონტროლირებადი დასახელების ღვინოებს. ეს დაყოფა ასახავს წარმოების ტექნოლოგიებს, დაძველების პერიოდსა და გამოყენებული ყურძნის სახეობებს. ასორტიმენტში შედის როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინოები, რომელთაგან თითოეულს აქვს უნიკალური გემოვნური თვისებები.
საინტერესოა, რომ გადამუშავების გარკვეული მეთოდით შეიძლება წითელი ყურძნისგან თეთრი ღვინის მიღება. საქართველოში სუფრის ღვინოების ფართო არჩევანია სიტკბოს სხვადასხვა დონის მიხედვით, ასევე არსებობს მრავალი სპეციალური ღვინო, მათ შორის მაღალგრადუსიანი და დესერტული.
საქართველო ცნობილია თავისი უნიკალური ავტოქტონური ვაზის ჯიშებით, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი და მწვანე, რომლებიც ღვინის მრავალი სახეობის შექმნის საფუძველს ქმნიან. საფერავი ღვინოებს აძლევს ღრმა მუქ შეფერილობას და მდიდარ გემოს გამოხატული ტანინებით. რქაწითელი ცნობილია თავისი არომატულობით, ეს ჯიში ღვინოს სიმსუბუქეს და უნიკალურ გემოს სძენს. მწვანეს ახასიათებს ხილის ტონები და არომატი.
წარმოების ტრადიციული ტექნოლოგიები, მათ შორის ქვევრის გამოყენება, შესაძლებელს ხდის ყურძნის ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებას და ღვინისთვის უნიკალური მახასიათებლების მინიჭებას. ეს მეთოდები ხელს უწყობს ტანინების მაღალი შემცველობის ღვინოების შექმნას,შედეგად კი, ამ ღვინოების თითოეულ ყლუპში იგრძნობა საქართველოს მეღვინეობის მდიდარი კულტურა. მთელი ამ კულტურის შეგრძნება შესაძლებელია მის სამშობლოში, საქართველოში, კერძოდ კი ჩვენს თბილისურ რესტორანში.
ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოები
მოდით, ცოტაოდენი ყველაზე ცნობილ ქართულ ღვინოებზეც ვთქვათ. მათ რიცხვს განეკუთვნება:
- თელიანი - ცნობილი თეთრი ღვინო რქაწითელისა და მწვანეს შემცველობით, რომელიც გამორჩეულია თავისი ხალასი მომჟავო გემოთი, ყვავილოვანი არომატით და მინერალური გემოც დაჰკრავს. წარმოებულია კახეთის რეგიონში.
- მუკუზანი - საფერავის ყურძნისგან დამზადებული სახელგანთქმული ღვინო. ცნობილია თავისი ღრმა ტანინიანი სტრუქტურით და მუქი ხილის, სანელებლებისა და მუხის არომატით. წარმოებულია კახეთში მუკუზანის მიკროზონაში.
- ნაფარეული - დახვეწილი კახური ღვინო, რომელიც მზადდება წითელი და თეთრი ყურძნის ჯიშებისგან, ხასიათდება მკვეთრი მჟავიანობით, სრული და ღრმა გემოთი, რომელსაც დაჰკრავს კენკრისა და ქლიავის არომატი.
- გურჯაანი - მზადდება გურჯაანის რაიონში მოყვანილი რქაწითელისგან, ცნობილია მსუბუქი, არომატული პროფილით ყვავილოვანი და ხილის გამოხატული ელფერით.
- მანავი არის მომწვანო-მოყვითალო, მკვეთრად არომატული ღვინო, რომელიც მზადდება კახეთში მანავის მიკროზონაში მოყვანილი მწვანე ჯიშისგან, გამოირჩევა მწვანე ვაშლის, მსხლის და ზოგჯერ ტროპიკული ხილის ნათელი მჟავე გემოთი.
თითოეული ეს ღვინო წარმოადგენს საქართველოს მევენახეობის მდიდარ მემკვიდრეობას, ხაზს უსვამს ტრადიციულ ქართულ ვაზის ჯიშებს და საუკუნეების განმავლობაში დახვეწილ ტექნოლოგიებს.
რას დააჭაშნიკებთ ჩვენთან?
ჩვენს კაფეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მრავალი შესანიშნავი ღვინო. აი, რამდენიმე მათგანიც:
- თეთრი მშრალი ღვინო „5 ყურძენი ქვევრის და მუხის კასრიდან“. ღვინო მზადდება ძველი ქართული ტექნოლოგიით - დაწურვიდან საწყის 16 დღეს ატარებს ქვევრში, შემდეგ კი მუხის ფრანგულ კასრებში ღვინდება. მსგავსი ტექნოლოგიით მზადდება ხიხვიც (ასევე თეთრი ღვინო) და საფერავი (წითელი მშრალი), რომლებსაც ასევე შეხვდებით ჩვენს კაფეში.
- „აის ვაინ ბარბალე“. ღვინის კატეგორია - ნახევრად ტკბილსა და სადესერტოს შორის. ღვინო მზადდება დამჭკნარი ყურძნისგან ფაქტობრივად ქიშმიშისგან, ამდენად არის ძალიან მაღალშაქრიანი, ასევე ამ ღვინოს აქვს უნიკალური, ატმისა და ანანასის შერეული არომატი. ამ შემთხვევაში „ბარბალე“ არის მეღვინეობის სახელწოდება მირთმევამდე უნდა ჩაცივდეს.
- უსახელოური. ჩვენი რესტორნის ჭეშმარიტი სიამაყე. ამ ღვინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერსად იშოვით, რადგან წელიწადში მხოლოდ 1000 ბოთლამდე ისხმება. მზადდება ლეჩხუმის რეგიონში, ერთადერთი ღვინო, რომელიც მთლიან ბოთლად იყიდება, ერთ-ორ ჭიქას არავინ ჩამოგისხამთ, მაგრამ თუ ამ ღვინოს ჩვენთან შეიძენთ, საჩუქრად ღვინის დაფას მიიღებთ. თუმცა ეს აქცია, არა მხოლოდ უსახელოურისთვის მოქმედებს. ყველა ღვინის მთლიანი ბოთლის შეძენას მოყვება იგივე ნაკრები.
თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რის შეთავაზებაც შეგვიძლია. ჩვენთან გაქვთ შანსი დააგემოვნოთ „ქისი“, „ტვიში“, „საფერავი როზე“, „ხვანჭკარა“ და სხვა.