+995 55 55 910 47
მობრძანდით: თბილისი, ათონელის 29
ორშ - ხუთ, კვ 10:00 - 00:00 / პარ - შაბ 10:00 - 01:00

ტოპ 10 ადგილი საქართველოში, რომელიც ნახვად ღირს

ანასტასია ხატიაშვილი
ანასტასია ხატიაშვილი
17.04.2024

საქართველო ქვეყანაა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალური ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით. ის იზიდავს მოგზაურებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. კავკასიის დათოვლილი მწვერვალებიდან კახეთის ოქროსფერ ვენახებამდე, უძველესი მონასტრებიდან თანამედროვე ქალაქებამდე - ამ ქვეყნის თითოეული კუთხე-კუნჭული რაღაც განსაკუთრებულს ინახავს. ამ მიმოხილვაში გავეცნობით ტოპ 10 ადგილს საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო, რათა ამ უნიკალური ქვეყნისგან საუკეთესო შთაბეჭდილებების სრული პაკეტი მიიღოთ.

რატომ ღირს საქართველოში სტუმრობა და როდის სჯობს ამის გაკეთება?

ეს ქვეყანა განთქმულია თვალწარმტაცი ადგილებით, მათ შორის შავი ზღვის სანაპიროს ცნობილი კურორტებით, მაგალითად, ბათუმითა და ურეკით. არანაკლებ შთამბეჭდავია კავკასიონის მთები, რომლებიც უკლებლივ ყველას აოცებენ თავისი განუმეორებელი სილამაზით. ამასთან, საქართველო ამაყობს თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით: ქუთაისისა და მცხეთის უძველესი ტაძრებით დაწყებული თბილისის ულამაზესი ძველი ქუჩებით თუ დიდებული ვარძიით დამთავრებული. კულინარიული ტრადიციები და რვაათასწლოვანი მეღვინეობა კი ქართველთა სულს ხილულს ხდის. ყოველივე ერთად ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერ მოგზაურზე.

შემოდგომა და გაზაფხული იდეალური დროა საქართველოს მოსანახულებლად - რბილი ამინდი ხელს უწყობს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ბუნების სილამაზით დატკბობას. ამ სეზონებზე, განსაკუთრებით მაის-ივნისში და სექტემბერ-ოქტომბერში გაექცევით ზაფხულის სიცხეს და საქართველოს კულტურული და გასტრონომიული ტრადიციების გაცნობას კომფორტულად და დაუბრკოლებლად შეძლებთ.

ბუნების, ისტორიისა და კულტურის უნიკალური სიმბიოზის შეგრძნება საქართველოს სტუმრებზე უთუოდ დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს. ეს ქვეყანა იდეალურია ულამაზესი ხედების, ძველი ისტორიებისა და გასტრონომიული სიამოვნების მოყვარულთათვის.

1. თუშეთი

თუშეთი

თუშეთი არის მყუდრო მთიანი მხარე, სადაც სტუმრობა ზაფხულში სჯობს. მთები, სიმწვანე და სუფთა ჰაერი. შესაძლებელია ლაშქრობა მთებში, ძველი სახლებისა და კოშკების დათვალიერება, რომლებიც მოგვითხრობენ მრავალი წლის წინ აქ მცხოვრები ადამიანების ყოფაზე. თუშეთი ზედგამოჭრილია ბუნების მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვისაც დიდი ქალაქების ხმაურისგან დასვენება სურს. აქ შეიძლება გადააწყდეთ მწყემსებს, რომელთაც ცხვარი საძოვრებზე მიჰყავთ, შეიძლება უბრალოდ სიჩუმით დატკბეთ. თუშეთის ნახვა აშკარად ღირს - ალბათ მხოლოდ აქ შეიძლება თანამედროვეობით ხელუხლებელი, ჭეშმარიტი საქართველოს ნახვა.

2. ვარძია

ვარძია

ვარძია უძველესი ქალაქი-მღვიმეა, რომელიც კლდეში ამოიკვეთა XII საუკუნეში. ამ ადგილს ქვეყნის ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვარძიაში უამრავი გვირაბ-გადასასვლელია, ოთახები, კელიები, ეკლესიები, საცხოვრებელი სივრცეები და საწყობები. ეს ადგილი მოგვითხრობს, თუ როგორ იხიზნებოდნენ ამ გამაგრებულ ქალაქში და როგორ იცავდნენ თავს მრავალრიცხოვანი მტრისგან. ვარძიას ნახვა ნამდვილად ღირს - აქ საკუთარი თვალით ნახავთ, თუ რა დონის იყო იმ დროის საინჟინრო ხელოვნება, რომელმაც კლდეში მთელი ქალაქის აშენება შეძლო. ესაა უნიკალური შანსი, ისტორიის ნაწილად იქცე და საკუთარი თვალით იხილო იქაური ბუნების წარმოუდგენელი სილამაზე.

3. ბათუმი

ბათუმი

ბათუმი არის ქალაქი საქართველოს შავიზღვისპირეთში. ის ცნობილია თავისი პლაჟებით, თანამედროვე არქიტექტურითა და მწვანე ბულვარებით. აქ შეგიძლიათ პლაჟებზე გაირუჯოთ, ზღვაში იცურაოთ და გაისეირნოთ სანაპიროზე, რომელზეც უამრავი კაფე და რესტორანია. ბათუმს აქვს უძველესი ბოტანიკური ბაღი, სადაც დედამიწის ყველა კუთხის მცენარეებია თავმოყრილი, აქვეა ანბანის კოშკი - ქალაქის სიმბოლო. ასევე საინტერესოა მოცეკვავე შადრევნების ნახვა, განსაკუთრებით ღამე, ფერადი განათებისას. ქალაქი ტურისტებს ლამაზი ბუნებითა და თანამედროვე იერით იზიდავს. აქ დასვენება საინტერესო და მრავალფეროვანია.

4. სიღნაღი

სიღნაღი

საქართველოს „სიყვარულის ქალაქად“ წოდებული სიღნაღი ვიწრო და მყუდრო ქუჩებითაა ცნობილი, ამ ქალაქიდან იხსნება ალაზნის ველისა და კავკასიონის ქედის საოცარი ხედები. ეს პაწაწინა ქალაქი უძველესი კოშკებიანი გალავნითაა შემორტყმული, რაც მას ისტორიულ შარმს ანიჭებს. სიღნაღში არაერთი მყუდრო რესტორანია, სადაც შეგიძლიათ საოცარი ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება, ასევე გაისეირნოთ ქალაქის ულამაზეს, ყვავილებით მორთულ აივნიან ქუჩებში. თავისი რომანტიკული ატმოსფეროთი და ქორწინების დღე-ღამის ნებისმიერ დროს დარეგისტრიების შესაძლებლობით ქალაქი იზიდავს შეყვარებულებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სიღნაღი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს, რომანტიკას და სილამაზეს თვალწარმტაცი ხედების ფონზე.

5. ყაზბეგი

ყაზბეგი

ყაზბეგი, იგივე სტეფანწმინდა, ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ადგილია საქართველოში, კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. აქაურობის მთავარ ღირსშესანიშნაობას გერგეტის წმინდა სამების ტაძარია, რომელიც მდებარეობს სიმაღლეზე, საიდანაც იშლება მყინვარწვერის პანორამული ხედები. ეს ადგილი იდეალურია ბუნების, ლაშქრობებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის. შეგიძლიათ მთის ბილიკებით გაისეირნოთ, დატკბეთ სუფთა ჰაერით და მშვიდი გარემოთი. მოგზაურებს ეპატიჟებიან ექსკურსიებზე მყინვარებთან, ჩანჩქერებთან და ბუნების სხვა ღირსშესანიშნაობებთან. ამ ადგილებში სტუმრობა იმიტომ ღირს, რომ აქ შეიგრძნობთ კავკასიის მთების სიდიადეს და გაეცნობით ქართულ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას.

6. ძველი თბილისი

ძველი თბილისი

ძველი თბილისი, საქართველოს დედაქალაქის გული, იზიდავს თავისი ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, ისტორიული შენობებითა და უძველესი აბანოებით. აქ თითოეული კუთხე-კუნჭული ცალკეულ ისტორიას ინახავს, ეს ქალაქი ცოცხალი ისტორიისა და განუმეორებელი არქიტექტურის ადგილია.  სტუმრებს შეუძლიათ უძველესი ტაძრების დათვალიერება,  ულამაზესი ხედით დატკბობა, რომელიც ნარიყალას ციხის კედლებიდან იშლება. ძალაინ მარტივია თბილისში ისეთი რესტორნის პოვნა, სადაც გაოცდებით ქართული კერძების გემოთი და ისიამოვნებთ ადგილობრივი სტუმართმოყვარეობით. ესაა იდეალური ადგილი, ვისაც ისტორიაში ჩაძირვაც სურს და არც კულინარიულ თავგადასავალზე იტყოდა უარს.

7. მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი ქვეყნის ბუნების ერთ-ერთი ულამაზესი საოცრებაა. ეს ადგილი ტურისტებს იზიდავს თავისი თვალწარმტაცი ჩანჩქერით და ცრემლივით გამჭვირვალე წყლით, რომელიც ღრმა მწვანე ხეობებში მოედინება. მოგზაურებს კანიონის დათვალიერება სპეციალურად მოწყობილი ხიდებიდან და ბაქნებიდან შეუძლიათ, რაც საშუალებას გაძლევთ სრულად ისიამოვნოთ შესანიშნავი ხედებით და იქაური ბუნებით. ტურისტებს ასევე შესთავაზებენ ექსკურსიას ნავებით, რა დროსაც შესაძლებელი ხდება კანიონის ჩამალული ადგილების ნახვა, რომლებთან მიახლოებაც მხოლოდ წყლიდანაა შესაძლებელი.

8. პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სიუხვით ძალზე შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. მნახველებისთვის მღვიმის ღია ნაწილი რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც მათ საშუალებას აძლევს იხილონ საოცარი მიწისქვეშა ტბები, ფართო დარბაზები და ვიწრო დერეფნები, რომლებიც განათებულია სხვადასხვა ფერის განათებით - რათა შეიქმნას ჯადოსნური, მისტიკური ატმოსფერო. ექსკურსია პრომეთეს მღვიმეში გთავაზობთ უნიკალურ შანსს უშუალოდ გაეცნოთ ბუნების ამ განსაცვიფრებელ საოცრებას. მღვიმეს პრომეთეს სახელი ჰქვია, რომელმაც, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ადამიანებს ცეცხლი მოუტანა.

9. ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი საქართველოს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საოცრებაა. ხეობის ნაპირებზე გადებული ლითონისა და ხის ბილიკებიდან დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვთ, უსაფრთხო სიმაღლიდან დაათვალიერონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, ისიამოვნონ გარემოს სიდიადით.   ბილიკებს მივყავართ სადამკვირვებლო პლატფორმამდე, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ღრმა ხეობასა და მის ძირში მძვინვარე მდინარეზე. ეს ადგილი ზედგამოჭრილია თავგადასავლების მოყვარულთათვის, რომელთაც იმავდროულად დიდად გარისკვაც არ უყვართ. 

10. სვანეთი

სვანეთი

კავკასიის მაღალ მთებში მდებარე სვანეთი გამორჩეულია თავისი უნიკალური კულინარიული მემკვიდრეობით და საუცხოო პეიზაჟებით. მაინც რა გამოარჩევს სვანეთს? გთავაზობთ მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტს, რომელიც საუკეთესოდ დაახასიათებს ამ არაჩვეულებრივ მხარეს.

  • შუა საუკუნეების კოშკები სვანეთის სიმბოლოა, ეს კოშკები თავდასაცავ და სასიგნალო წერტილად გამოიყენებოდა.
  • მთიანი ლანდშაფტი - კავკასიის დიადი მთებით გარშემორტყმული სვანეთი ტურისტებს უშლის თავბრუდამხვევ ხედებს, საინტერესო მარშრუტებსა და უმაღლესი დონის სათხილამურო ტრასებს.
  • უშგული არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლება დედამიწაზე. შეტანილია იუნესკოს კაცობრიობის მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ამ ადგილის ნახვა უბრალოდ აუცილებელია.
  • კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციები - სვანეთმა უნიკალური კულტურა და ტრადიციები შეინარჩუნა. სვანების მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და ცხოვრების წესს დღესაც უპრობლემოდ გაეცნობით იქ სტუმრობის შემთხვევაში.
  • მესტიის მუზეუმი - აქ აღმოაჩენთ ხატების უმდიდრეს კოლექციას და საეკლესიო ხელოვნების ნიმუშებს, გარდა ამისა არტეფაქტებს, რომლებიც რეგიონის მდიდარ ისტორიაზე გვიამბობენ.

სვანეთი არა მხოლოდ მისი წარმოუდგენელი ბუნებისა და პანორამული ხედების გამო უნდა ნახოთ. ამ მხარეში ისე, როგორც არსად სხვაგან შეიგრძნობთ დღევანდელობის კავშირს ისტორიასთან.

მსგავსი სტატიები

აქტუალური თემები ქართული ინსტიტუტებისა და მუსიკის შესახებ.

როგორ გააოცოთ გოგონა თბილისში
როგორ გააოცოთ გოგონა თბილისში
25.07.2024
თბილისი არის ქალაქი, რომელსაც შეუძლია ყველას გაოცება. აქ…
დასვენება თბილისში ზამთარში: რა უნდა ნახოთ და სად უნდა წახვიდეთ
დასვენება თბილისში ზამთარში: რა უნდა ნახოთ და სად უნდა წახვიდეთ
13.05.2024
ზამთრის არდადეგები თბილისში შესანიშნავი შესაძლებლობაა გაეცნოთ…
თბილისში დასვენება-2024: რა ვნახოთ, რით გავერთოთ
თბილისში დასვენება-2024: რა ვნახოთ, რით გავერთოთ
18.04.2024
მდიდარი ისტორიისა და უნიკალური კულტურის მატარებელი თბილისი…
ტოპ 10 ადგილი საქართველოში, რომელიც ნახვად ღირს
ტოპ 10 ადგილი საქართველოში, რომელიც ნახვად ღირს
17.04.2024
საქართველო ქვეყანაა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალური…
animation